მკვლელობა მოხდა თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე. სამტრედიის ქუჩაზე წუხელ მომხდარი ინციდენტის შედეგად ცეცხლასროლი იარაღით 24 წლის ზაურ შაბურიშვილი დაჭრეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრიდან აცნობეს, შაბურიშვილი ღუდუშაურის კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით გადაიყვანეს.
ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ შაბურიშვილი სავადმყოფიში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.