24 სექტემბერს, 18:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერის წარდგენა და ხელნაწერის ჭედური ყდის ავტორთან, მსოფლიოში ცნობილ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელთან შეხვედრა გაიმართება, რომელიც, საფრანგეთში 44-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, პირველად ეწვევა საქართველოს.
გუჯი ამაშუკელი თანამედროვეობის ცნობილი ქართველი მოქანდაკეა, რომელიც არის ხელოვნების დარგში უმაღლესი ჯილდოს - ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრის” ტიტულის მფლობელი.
მისი ნამუშევრები დაცულია ვატიკანის მუზეუმში, ლუვრის მუზეუმში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმებში, ნანტის , მანდეტის მუზეუმში და ა.შ.
“ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ხელნაწერისათვის შექმნილი ორიგინალური ჭედური ყდა სახელგანთქმული სკულპტორის პირველი სამუზეუმო ნაკეთობა, რომელიც საქართველოსთვის შეიქმნა.
პრეზენტაციის შემდეგ ხელნაკეთი „ვეფხისტყაოსანი“ აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაერო-ს არტ კოლექციაში, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.