მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია დღეს 200 განცხადის განხილვის შემდეგ, სასამართლოს 19 მსჯავრდებულის გათავისუფლების წარდგინებით მიმართავს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 19 მსჯავრდებულიდან ერთი ქალია.
რაც შეეხება დანარჩენ მსჯავრდებულებს, კომისიის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ამ ეტაპზე სასჯელმა მიზანს ვერ მიაღწია და მათ შესაძლებლობა ექნებათ 6 თვეში კომისიას კვლავ მიმართონ.