17 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ გინეკოლოგიური და უროლოგიური მიმართულებით საქართველოს მასშტაბით სამედიცინო აქციას აწყობს.
თბილისის, მარნეულის და ბათუმის პოლიკლინიკებში გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის პაკეტი 58 ლარით განისაზღვრა. ფოთის, თელავისა და ზუგდიდის პოლიკლინიკებისთვის კი 48 ლარით. ჩაქვის პოლიკლინიკაში იმოქმედებს მხოლოდ გინეკოლოგიური დიაგნოსტიკის პაკეტი.
გინეკოლოგიური პაკეტი - გინეკოლოგის კონსულტაციას, ექოსკოპიასა და ბაქტერიოსკოპიას მოიცავს, ხოლო უროლოგიური პაკეტი - უროლოგის კონსულტაციას; ურეთრალური ნაცხის ბაქტერიოსკოპიას და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ექოსკოპიას.
აქციით სარგებლობა შესაძლებელია ევექსის პოლიკლინიკების ფილიალებში:
ზუგდიდის პოლიკლინიკა - მ.კოსტავას 1
ფოთის პოლიკლინიკა - გამსახურდიას ქ. N6
თელავის პოლიკლინიკა - გია არსენიშვილის ქ. №15 (ჯორჯიაშვილის ქ. 15)