შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია მინდია ჩხობაძე, მეტსახელად ტაიგოვიჩი, უჩა ბოლქვაძე და ირაკლი ანდღულაძე, რომლებიც მეწარმეებს დაშინებით, მუქარითა და ქურდული გარჩევების გზით სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხებს.
დანაშაული ითვალისწინებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.