დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის სხდომა გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც სამინისტროში 15:00 საათზე გაიმართება ე.წ. უდოს კომისია 200 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს, რომელთა შორის 21 ქალი და ოთხი არასრულწლოვანია.
პატიმართა საქმეები, რომლებზეც კომისია ვადაზე ადრე გათავისუფლების რეკომენდაციას გასცემს, სასამართლოში გადაიგზავნება. სასამართლოს მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ კი მსჯავრდებულები საპატიმროებს დატოვებენ.