პოლიციამ წერეთლის გამზირზე 13 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ეჭვმიტანილი მძღოლი 1987 წელს დაბადებული ლაშა ქაჯაია დააკავა.
შსს-ის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, გარემეთვალყურეობის კამერებით განხორციელებული ჩანაწერების მოპოვების და სხვა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 28 აგვისტოს დადგენილი და დაკავებული იქნა დამნაშავე მძღოლი ლაშა ქაჯაია, ასევე ამოღებული იქნა ავტომანქანა "მიცუბიში პაჯერო იო", რომლითაც მან მოახდინა შეჯახება და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით მოახდინა მანქანაზე არსებული დაზიანებების აღდგენა.
ქაჯაიამ ჩადენილი დანაშაული აღიარა. მიცემულია პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 128-ე მუხლით, რაც თვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლის ვადით.
2010 წლის 13 აგვისტოს დაახლოებით 21 საათზე წერეთლის გამზირი 117-თან დაუდგენელი ავტომანქანა შეეჯახა ქვეითებს , 1987 წელს დაბადებულ ქეთევან ზარანდიას და მის მცირეწლოვან შვილს - 7 თვის ილია გულუას, რის შედეგადაც ორივე გარდაიცვალა. მძღოლი კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.