რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა დღეს 42 წლის გახდა. ერთ დროს საკმაოდ პოპულარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა 1976 წლის 18 სექტემბერს დაიბადა.
ფეხბურთის სპეციალისტებისა და გულშემატკივრების მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. ბრაზილიელს ორჯერ აქვს მოგებული ოქროს ბურთი — 1997 და 2002 წლებში. რონალდო ზინედინ ზიდანთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ჯილდო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.