ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
ის ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან აქციაზე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები მის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა სარალიძე უარს აცხადებდა.
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მე-6 დღეა, რაც პარლამენტის შენობის წინ შიმშილობენ.