ცნობილი მსახიონის პატრიკ სუეიზის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა. ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი პატრიკ სუეიზი 2009 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა. მან სახელი გაითქვა ფილმებით: „ბინძური ცეკვები“ და „მოჩვენება“. პოპულარობა მოუტანა აგრეთვე სერიალმა „ჩრდილოეთი და სამხრეთი“, სადაც განასახიერა ორი მეინის როლი. 1991 წელს მისი სახელი შეიტანეს ჟურნალში „People“ როგორც წლის „ყველაზე სექსუალური მამაკაცი“. პატრიკ სუეიზის ტელე- და კინოკარიერა მოიცავს 30 წელს.
პატრიკ სუეიზი დაიბადა 1952 წლის 18 აგვისტოს, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, დედამისის ქორეოგრაფის პეტსი ივონ ჰელენისა და მამამისის მხაზველის ჯესი უეინ სუეიზის ოჯახში. პატრიკი აღიზარდა რომაულ-კათოლიკური ტრადიციებით] ჰყავდა ორი უმცროსი ძმა (დონ სუეიზი და შონ კაილი) და ორი და, ვიკი ლინი და ბემბი.
ოცი წლის ასაკში სუეიზი ცხოვრობდა ჰიუსტონის გარეუბანში, სადაც სწავლობდა სანქტ როზა ლიმის კათოლიკურ სკოლაში, ოკის ფორესტის დაწყებით სკოლაში, ბლეკის საშუალო სკოლასა და უოლტრიპის უმაღლეს სკოლაში.1972 წელს საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ნიუ-იორკში, რათა დაემთავრებინა ჰარკნესის ბალეტისა და ჯოფრის საბალეტო ცეკვის გაკვეთილები.
სუეიზიმ პროფესიონალური კარიერა დაიწყო როგორც მოცეკვავემ უოლტ დისნეის კომპანიაში. კინოში მისი დებიუტი შედგა ფილმში „სკეიტაუნი“ (1979). კინემატოგრაფში გარღვევა მოახდინა 1987 წელს როდესაც ითამაშა ფილმში „ბინძური ცეკვები“, სადაც სუეიზისთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ჯენიფერ გრეიმ. მცირე ბიუჯეტიანი ფილმი გარკვეული დროის შემდეგ გადაიქცა ჰიტად. 2009 წლისათვის ფილმმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოაგროვა 214 მლნ. აშშ დოლარი. 1990 წელს სუეიზიმ, დემი მურთან და ვუპი გოლდბერგთან ერთად ითამაშა ფილმში „მოჩვენება“. ერთი წლის შემდეგ როლი მიიღო ფილმში „ტალღის ქიმზე“. ბოლო წლების კინოროლებიდან აღსანიშნავია: „უკანასკნელი ცეკვა, „გაღვიძება რინოში“, „11:14“ „ნახტომი“, „მილიონი შობისთვის“, „მჟავა“ და სხვ.
პატრიკ სუეიზი დაქორწინდა 1975 წელს; მისი რჩეული გახდა მსახიობი ლიზა ნიემი, რომელთანაც გარდაცვალებამდე ცროვრობდა. წყვილმა ერთმანეთი 1970 წელს გაიცნო, მაშინ პატრიკი 18 წლისა იყო. შვილები არ ჰყავდათ. 1982 წელს სუეიზის მამა გარდაეცვალა, რის გამოც სმა დაიწყო. 2008 წლის ბოლოს სუეიზის დიაგნოზი დაუსვეს, პანკრეასის სიმსივნე. 2009 წლის 9 იანვარს ფილტვების ანთების დიაგნოზით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 2009 წლის 16 იანვარს საავადმყოფოდან გამოწერეს. იმავე წლის 19 აპრილს ექიმებმა განაცხადეს, რომ მას აქვს მეტასტაზები.
2009 წლის 14 სექტემბერს პატრიკ სუეიზი გარდაიცვალა.