ჩეხეთის უმსხვილესი სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს EGAP-ის დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე მარეკ დლოჰი „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებს საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში შეხვდა.
მარეკ დლოჰი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ნათია თურნავას, ფინანსურ დირექტორს გიორგი ციმაკურიძეს, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორს გიორგი დანელიასა და რისკების მენეჯმენტისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსს კონსტანტინე ჭანტურიას შეხვდა.
ევროპაში ერთერთი ლიდერი ფინანსური მომსახურების სააგენტო EGAP-ი, რომელიც საერთაშორისო ბაზარს ფართო ფინანსური პროდუქტების სპექტრს სთავაზობს, საქართველოში „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.
„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენების, საინტერესო ბიზნეს პროექტების გამოვლენისა და მათი დაფინანსების გზების მოძიების, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და იმ ფინანსური პრუდუქტების განვითარების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც ქვეყანაში ექსპორტიორებს ფინანსირებისა და ადგილობრივ და საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე გაფართოების საშუალებას მისცემს.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ, ჩეხეთის ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს EGAP-ის დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეს მარეკ დლოჰის, ექსპორტის დაკრედიტების კუთხით, ფონდში მიმდინარე სამუშაო პროცესი გააცნო და ამ მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ ესაუბრა.
მხარეებმა შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ ჩართულობით, ქართულ-ჩეხური ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელების შესაძლელობების, პროექტების ფინანსირების საშუალებების გაზრდისა და სადისკუსიო პლატფორმების დამკვიდრების აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს.
„საპარტნიოო ფონდის“ წარმომადგენლების განცხადებით, ფონდის ჩართულობა ქართულ-ჩეხურ საინვესტიციო პროექტებში ჩეხეთიდან შეღავათიანი ფინანსური რესურსების მოზიდვას გაამარტივებს.