საქართველოში სამუშაო ვიზიტი ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მუხათგვერდის სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.
მუხათგვერდის სასაფლაოზე ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად იმყოფებოდა და ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკო.
ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.