მინდა ცალსახად ვთქვა, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ვინც ეს ახალგაზრდები დახოცა, აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ის მაჩალიკაშვილ-სარალიძის აქციაზე ცოტა ხნის წინ მივიდა.
"ხელისუფლება, რომელიც ასე თავხედურად იქცევა, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა და აუცილებლად საკადრის პასუხს გავცემთ "ქართულ ოცნებას". პირდაპირ თავზეხელაღებულ თავხედებთან გვაქვს საქმე. აბსოლუტურად მშვიდად აუცილებლად გავისტუმრებთ მათ ხელისუფლებიდან. აქ არის ორი კონკრეტული ადამიანის ტრაგედია და ამდენი შვილმოკლული მშობელია, ამ ადამიანებმა სიმართლე ვერ იპოვეს“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები და მალხაზ მაჩალიკაშვილი.