"არ გაჩერდეთ და ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მზად ხართ უხელფასოდაც იმუშავოთ" - ამის შესახებ "ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
"არ გაჩერდეთ და ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მზად ხართ უხელფასოდაც იმუშავოთ. ამ შემთხვევაში წნეხი შემცირდება. ახლა თქვენ გახრჩობენ და მე ასე მოვიქცეოდი. ჩემი ჩვენება იყო ის, რომ სადამდეც შესაძლებლობა მაქვს მანამდე არ გავჩერდები სულ რომ უხელფასოდ მომიწიოს მუშაობა. ამის დანახვის შემდეგ, როდესაც ხედავენ, რომ თქვენს წინააღმდეგ ბერკეტი აღარ აქვთ მერე შეიძლება სხვა რამეზე იფიქრონ ან გაგანებონ უბრალოდ თავი. თქვენ ასევე დახმარება უნდა სთხოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა