12 სექტემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: „მსოფლიო დასუფთავების დღე“ „დავასუფთაოთ მსოფლიო“ „დავასუფთაოთ საქართველო“ - დასუფთავების აქციები 15-16 სექტემბერს არის დაგეგმილი.
„დავასუფთაოთ საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება დასუფთავების აქციები, ღონისძიებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება პრესკონფერენციის დროს.
პრესკონფერენციას გამართავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი - მოლი ლიენი, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენელი - ნინო ჩხობაძე.
ღონისძიება იმართება - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით. საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა” პროგრამით „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III” შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო კამპანიის Let’s Do IT საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ და CENN–ის პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II, (WMTR II), რომელსაც მხარს უჭერს USAID, რეგიონებში დასუფთავების აქციები ჩატარდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორებისა და ადგილობრივი მთავრობების ორგანიზებით.