ხულოში მეჩეთი გაქურდეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სოფელ ბეღლეთში, სალოცავში შემოწირულობათა ყუთი გატეხეს, საიდანაც თანხაა წაღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, მხილებულია პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს.