10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის ღრმა კომაში იმყოფება.
ექიმების განცხადებით, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ არასრულწლოვანს თავის ტვინი აქვს დაზიანებული. მისივე თქმით, ბავშვს შემთხვევიდან დიდი ხნის განმავლობაში გული ჰქონდა გაჩერებული.
„გული გაჩერებული იყო გაურკვეველი ვადით, ის გაურკვეველი ვადა საკმაოდ დიდი ხანიას იმისთვის, რომ თავის ტვინი დაზიანდეს. რამდენად შექცევადია ან შეუქცევადია, არ ვიცით, ძნელია პროგნოზის გაკეთება. ამ წუთში არის უკიდურესად ღრმა კომა. ტვინის სიკვდილის დიაგნოზის დასმა არ შეიძლება, თავისი პროცედურები აქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, აქეთკენ მიდის“, - განაცხადა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რთველიაშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში სამი მოზარდი მოყვა.