ბათუმში, "ალი და ნინოს" ქანდაკებაზე მოქალაქე აძვრა.
მისი ჩამოყვანა სამაშველო ბრიგადამ სცადა, თუმცა მამაკაცი დახმარების გარეშე ჩამოვიდა.
კონსტანტინე ედიბერიძე ქანდაკებაზე პროტესტის ნიშნად ავიდა. მისი თქმით, ამ ფორმით ის თავისუფალი ცხოვრების უფლებას ითხოვდა.
„შემთხვევის ადგილზე მოვედით, მოვიტანეთ სამაშველო კიბე და ვაპირებდით მამაკაცის ჩამოყვანას, თუმცა მან დახმარებაზე უარი თქვა და თავისით ჩამოვიდა“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ირაკლი თოიძემ.