მარიამობის დღესასწაულს შინ 211 პატიმარი შეხვდება.
როგორც დღესც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს 211 პატიმარი დატოვებს.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა 240 პატიმარი შეიწყალა. აქედან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 211, მათ შორის - 3 არასრულწლოვანი და 10 ქალი მსჯავრდებულია. შესაბამისად, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ.
მინისტრის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის 27 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო 2 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალება მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელდა.