საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებს მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდება.
უკვე მეორე დღეა, „იბერია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გუშინ არხის მფლობელებმა ხელისუფლება ზეწოლასა და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში დაადანაშაულეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, პრეზიდენტი ინფორმირებულია.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ყოველთვის, როდესაც რომელიმე მედია საქართველოში პრობლემის წინაშე დგებოდა, პრეზიდენტი აქტიურად ერთვებოდა პროცესში, რადგან „დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო ერთ-ერთი ის უმთავრესი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი“.