აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელ აჰმად ბადფასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა და დიპლომატმა ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საინვესტიციო პოტენციალზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ამ კუთხით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს.
ჯაბა ფუტკარაძემ აჰმად ბადფას დიპლომატიური მისიის მოვალეობის შესრულების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აჰმად ბადფა აჭარაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 20 აპრილს შეუდგა. მანამდე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოს ქ. ჰოსეინ მაშადი ხელმძღვანელობდა.