7 სექტემბერს, 12:00 საათზე სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი საკითხი ტყიბულის შატხებში არსებული შრომის პირობები იქნება.
კომისიის სხდომას დაესწრებიან: ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ელგუჯა მელაძე.