დღეს, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, შეწყალებული მსჯავრდებულები საპატიმროს დატოვებენ.
შეწყალების კომისიამ 230 პატიმრის საქმე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 22 აგვისტოს განიხილა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, კომისიამ 50 პატიმარს გაუწია რეკომენდაცია შეწყალებაზე, ხოლო 20-ზე მეტს პატირმარს სასჯელის განახევრებაზე.
"შეწყალების კომისიამ განიხილა ყველა საქმე, რომელიც არსებით განხილვას ექვემდებარებოდა. კომისიამ გაითვალისწაინა ყველა ის შემთხვევა, როდესაც პატიმრებს აღენიშნებოდათ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ზოგიერთ მათგანს გათავისუფლების, ზოგს კი საჯელის განახევრების რეკომენდაცია გაეწია.
შესაწყებელი პატიმრების სია პრეზიდენტს გადაეგზავნა და პრეზიდენტის აქტის საფუძველზე შეწყალებული მსჯავრდებულები საპატიმრო ადგილებს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე დატოვებენ.
12 არასრულწლოვანი პატიმრიდან, რომელთაც შეწყალებაზე ჰქონდათ განაცხადები წარდგენილი, კომისიის შემადგენლობის უმრავლესობამ მათ შეწყალებაზე უარი თქვა. არასრულწლოვანთა უმეტესობა მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.
რაც შეეხება ქალებს, 17 ქალი პატიმრიდან შეწყალების რეკომენდაცია მხოლოდ ექვს მათგანზე გაიცა.