თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის 33-ე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.
ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.