დღეს ფრედი მერკურის 72 წელი შეუსრულდებოდა. ბრიტანელი მომღერალი-კომპოზიტორი, პიანისტი, გიტარისტი და ცნობილ როკ-ჯგუფ Queen-ის წევრი ფრედი მერკური (ნამდვილი სახელი ფაროჰ ბულსარა) 1946 წლის 5 სექტემბერს დაიბადა.
ის, როგორც შემსრულებელი, გამოირჩეოდა თავისი ვოკალური მონაცემებით, ხოლო როგორც კომპოზიტორმა შექმნა უამრავი მსოფლიო ჰიტი, მათ შორის: Bohemian Rhapsody; Killer Queen; Somebody to Love; Don't Stop Me Now; We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love.
მერკური ძირითადად გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად. ის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, რაც გამოწვეული იყო შიდსისგან 1991 წლის 24 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღის მერე, რაც მან საზოგადოებას შეატყობინა, რომ მას აწუხებდა უკურნებელი სენი. 2006 წელს ჟურნალმა Time Asia იგი შერაცხა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აზიელ გმირად ბოლო 60 წლის განმავლობაში და ახლაც იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი პოპულარული მუსიკის ისტორიაში.
მერკურის ექიმებმა 1987 წლის გაზაფხულზე ცუდი დიაგნოზი დაუსვეს - იგი ინფიცირებული იყო შიდსით. პრესა და ფანები თანდათან ხვდებოდნენ, რომ ფრედის ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა - იგი ცუდად გამოიყურებოდა და Queen-იც იშვიათად გამოდიოდა სცენაზე, თუმცა მერკური დაავადებაზე არაფერს ამბობდა, უფრო ხშირად კი ასეთ ინფორმაციებს უარყოფდა და ჭორად თვლიდა.
მან 1991 წლის 23 ნოემბერს განცხადება გააკეთა, რომ იგი იტანჯებოდა შიდსისგან და 24 საათის შემდეგ ამ განცხადებიდან 1991 წლის 24 ნოემბერს იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც გართულებული იყო უკურნებელი სენის გამო. იმისდა მიუხედავად, რომ იგი არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო, იგი დაკრძალეს ზოროასტრული წესის მიხედვით.