ბიონსე დღეს 37 წლის გახდა. ამერიკელი R&B მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, მოდის დიზაინერი და მოდელი ბიონსე ჯისელ ნოულსი (Bey 1981 წლის 4 სექტემბერს დაიბადა. ბიონსემ თავდაპირველად წარმატება მოიპოვა R&B ქალთა გუნდში Destiny's Child, რომელიც დღემდე ყველა დროის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ქალთა ჯგუფის ტიტულს ინარჩუნებს.
ბიონსეს ჰყავს უმცროსი და-სოლანჟ ნოულზი, რომელიც წარმატებული მსახიობი, კომპოზიტორი და ახლად შემდგარი მომღერალია.
ბიონსეს მშობლები არიან: მამა-მეთიუ ნოულზი, რომელიც ბიონსეს პროდიუსერია და დედა-ტინა ნოულზი, რომელიც ბიონსეს საუკეთესო მეგობარი და ბიონსე ფეხის ადგმამდე მღეროდა. მისი კარიერა კი 1988 წლიდან იწყება.
ბიონსე თავდაპირველად სწავლობდა ST. Mary-ს სახელობის ელემენტარულ სკოლაში, ტეხასში. სკოლაში ბიონსეს ტალანტი მუსიკის მასწავლებელმა აღმოაჩინა. შემდეგ ბიონსე შევიდა Parcker-ის სკოლაში, მუსიკის განხრით. ბიონსე გაწევრიანდა სკოლის გუნდში. ბიონსე სწავლობდა Alief elsik-ის ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში. ბიონსე იყო ST. John-ის საეკლესიო გუნდის სოლისტი, 2 წლის განმავლობაში. ბიონსე 8 წლის ასაკში შეხვდა LaTavia-ს. გოგონებმა შეკრიბეს ახალგაზრდა,ნიჭიერი,ამომავალი ვარსკვლავები & ჩამოაყალიბეს ჯგუფი-GIRL’S TYME.ჯგუფის წევრები იყვნენ: Beyonce, KELLY ROWLAND, LA TAVIA ROBERSON, MICHELLE BROWN, LE TOYA LUCKETT & FARRAH FRANKLIN.1993 წელს ჯგუფმა შეიცვალა სახელი & გოგონების სურვილით ეწოდა DESTINY’S CHILD. გოგონები წერენ ისეთ წარმატებულ სიმღერებს, როგორებიცაა: “No No No”, “Jumpin’ Jumpin’”, “Bills Bills Bills”, “Say My Name” & “Survivor”. სიმღერისთვის “No No No” 1999 წელს ჯგუფი იღებს სამ გრემს, როგორც საუკეთესო გოგონათა ჯგუფი, წლის სინგლისა & საუკეთესო ალბომისათვის.
2006 წლის 5 სექტემბერს გამოვიდა ბიონსეს მეორე სოლო ალბომი, სახელწოდებით: “B’Day”. ბიონსემ 49-ე გრემის დაჯილდოებაზე გრემი მიიღო საუკეთესო ალბომისათვის.
2002 წლიდან ბიონსე ხვდებოდა წარმატებულ რეპერ შონ კარტერს, რომელიც ცნობილია, როგორც ჯეი-ზი (Jay-Z).
2008 წლის 18 ნოემბერს გამოვიდა ბიონსეს მესამე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით “I Am… Sasha Fierce”. ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი ბილბორდის საუკეთესო 200-ს ალბომს შორის. ბიონსე გახდა პირველი აფრიკელ-ამერიკელი მომღერალი ქალი, რომლის თითოეული ალბომი ბილბორდის სათავეში მოექცა.
2010 წლის გრემის დაჯილდოებაზე ბიონსემ 6 გრემი აიღო და ტრიუმფატორიც გახდა.
ბიონსე არის Samsung-ის სახე.