საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ტელევიზიის შენობასთან აქციას მართავს.
ისინი ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების პირობები 150 თანამშრომლის შემთხვევაში იცვლება.
ცვლილების მიხედვით, თანამშრომლები საათობრივ ანაზღაურებაზე გადავლენ. ახალ პირობებზე დასათანხმებლად ვადა ხვალ იწურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, 150-ვე თანამშრომელი სამსახურს დატოვებს.
მათი განცხადებით, ადმინისტრაციის შეთავაზებაზე დათანხმებას არ გეგმავენ.