საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა უკრაინიდან საქართველოში საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლევან გრემელაშვილის ექსტრადირება განახორციელეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გრემელაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ნოშრევან ვართანაშვილი 2006 წელს დაჭრა, რის შემდეგაც მიიმალა. თელავის რაიონულმა სასამარლომ გრემელაშვილი დამნაშავედ მის დაუსწრებლად ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ლევან გრემელაშვილი უკრაინაში იმალებოდა. 2006 წლამდე ის „ნაციონალური მოძრაობის" თელავის ორგანიზაციის აქტივისტი იყო.