თბილისის მერიამ THE CHEMICAL BROTHERES-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის ავტობუსები გამოყო.
მერიის ინფორმაციით, ავტობუსების გასვლა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, 16:00 საათიდან დაიწყება.
"მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ქ. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე THE CHEMICAL BROTHERES-ის კონცერტია დაგეგმილი. აღნიშნულ კონცერტზე დედაქალაქიდან წამსვლელთა სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 10 დიდი ტევადობის ავტობუსი გამოყო, რომლებიც მგზავრებს კონცერტის დამთავრებამდე მოემსახურებიან. ავტობუსების გასვლა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, 16:00 საათიდან დაიწყება", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.