საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სტუდენტობას - სიახლეებით აღსავსე და დაუვიწყარი პერიოდის დაწყებას თქვენს ცხოვრებაში. თქვენი წინსვლა, განათლებაში და პიროვნულ განვითარებაში მიღწეული წარმატებები ქვეყნის წინსვლისა და შენების გარანტია. არ გადაუხვიოთ თქვენს მიერ არჩეულ გზას, მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები და მიაღწიეთ დასახულ მიზანს!“, – წერია პრეზიდენტის მილოცვის ტექსტში.