სოციალურ ქსელში გიორგი ასთიანის სახელით დარეგისტრირებული ინტერნეტმომხმარებელი საზოგადოებას რამდენიმე დღეა, რაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატად მოევლინა.
ასათიანი მოსახლეობას უცნაურ დაპირებებს აძლევს.
"ჯი-ეიჩ-ენი" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკაშირდა იმის გასარკვევად, აღნიშნული სახელი და გვარით იყო თუ არა პერზიდენტობის კანდიდატად ვინმე დარეგისტრირებული. როგორც გაირკვა, ამ დროის მონაცემებით, ცესკო-ში მსგავსი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა.
სოციალურ ქსელში გიორგი ასათიანის სახელით დარეგისტრირებულ მომხმარებელს რუმინელი პოლიტიკოსის, იონ ტომასის ფოტო აქვს გამოყენებული.
ცნობისთვის, გიორგი ასათიანი მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დამამთავრებელ კლასებში გოგონებს ქალიშვილობის მოწმობების დარიგებას ჰპირდება. ასათიანი თვლის, რომ "ქალი უბიწოდ უნდა ჩაბარდეს მომავალ მეუღლეს!".
მან რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ის, პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბიუსჰალტერის გარეშე სიარულს აკრძალავს.