ანაკლიაში, ფესტივალის მონაწილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, Echowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.
“Echowaves Festival”-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს. “Echowaves Festival” თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართოთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო პუნქტებს, ან „SAFEWAVES“-ს და „მანდალას“ მოხალისეებს“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სულ სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაშივე დაიღუპა.