საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინას და მეგობარ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინელი ხალხი, ისევე, როგორც ქართველი ერი ერთ დღეს აუცილებლად იზეიმებს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას.
„ჩვენ, ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის ეს ტკივილიც და ამავე დროს დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი. მსურს, უკრაინას და ყველა უკრაინელს, ჩვენს მეგობრებს უკრაინაში მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ერი იზეიმებს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სუვერენიტეტის დაცვის ფარგლებში. ჩვენი არჩევანია მშვიდობა, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენი არჩევანი ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია, ისევე, როგორც იგივე შემიძლია ვთქვა უკრაინის შემთხვევაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.