მესტიის სოფლებში, ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმია მობილიზებული.
ადგილზე ამ წუთისთვის სიმშვიდეა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილობრივებს უკვე შეხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე და აღნიშნა, რომ არავის დაკავება არ იგეგმება.
როგორც ნიკოლოზ დიასამიძემ აღნიშნა, აპირებენ, ამოიღონ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე.
ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ჩატარდა სპეცოპერაცია. იარაღიანი ხალხი შესული იყო სახლებში და მოჭრილი უკანონო ხე-ტყის ამოღებას ითხოვდნენ.
მათივე თქმით, ხე-ტყის ბიზნესის გარდა, არანაირი საარსებო წყარო არ აქვთ.