ფინეთი ქვეყნის შიდა საზღვრებზე დროებით სასაზღვრო კონტოროლს დააწესებს, რათა უზრუნველყოს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის უსაფრთხოება ჰელსინკში.
შიდა სასაზღვრო კონტროლი დაიწყება 13 ივლისის 12:00 საათიდან 17 ივლისის 12:00 საათამდე - ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში.
ფინეთის მთავრობამ განმარტა, რომ ამ ღონისძიებების მიზანია უცხო ქვეყნის მოქალაქეების კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, რომლებიც გადიან ან შემოდიან ფინეთში. ასევე, იმ პირების იდენტიფიკაცია, რომლებიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ ქვეყნისთვის.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰელსინკის და ვანტაას აეროპორტებს და ჰელსინკის და ტურკუს პორტებს. ყველა მგზავრი მზად უნდა იყოს შესაძლოს სასაზღვრო კონტროლისთვის და იმიგრაციის მონიტორინგისთვის შიდა საზღვრებზე. შიდა საზღვრებზე დროებითი კონრტროლის პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის სასაზღვრო დაცვის სამსახური.
ცნობისთვის, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 16 ივლისს ჰელსინკში გაიმართება.