ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან გვიან ღამით ხანძრის რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა, თუმცა მასშტაბები არ გაზრდილა, – ამის შესახებ საზოგადოებრივს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული.
„მალე ვერტმფრენი ჩაერთვება. ღამის განმავლობაში რამდენიმე მცირე კერა გაჩნდა, მაგრამ სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხერხდება ლიკვიდაცია. ხანძარი დაახლოებით ორ ჰექტარზეა“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ლენტეხის ტყეში ხანძრის მიზეზად მეხის დაცემა სახელდება.