ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და დაზარალებული თავდამსხმელს არ იცნობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არ არის.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია ცხელ კვალზე. სამართალდამცველების მიერ დამნაშავე პირის ვინაობა ცნობილია. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.