ბათუმში, აეროპორტის გზაზე შპს "სანდასუფთავების" მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საბურავების მაღაზიას შეეჯახა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავტომობილის მართვის დროს მამაკაცი შეუძლოდ გახდა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძღოლი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მამაკაცს მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა.
"სანდასუფთავების" სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. მათი თქმით, მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იყო.
მათივე თქმით, ისინი კერძო საკუთრებისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ.