ხულოში, კურორტ ''გოდერძიზე'' კვადროციკლი გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად 23 წლის მაშველი დაიღუპა. ასევე, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, კვადროციკლი, რომლითაც ისინი ჭანჭახის მთაზე გადაადგილდებოდნენ, გადაბრუნდა.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულიც ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან და ისინი კურორტზე მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.