სომხეთში ინიცირებული იქნება საკითხი ერთჯერადი პლასტმასის ნივთების აკრძალვის შესახებ. განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა ერიკ გრიგორიანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.
პლასტმასის ბოთლები, ჭიქები და სხვა ჭურჭელი იქცა მთავარ ეკოლოგიურ პრობლემად მთელს მსოფლიოში. ისინი არ იხსნებიან ათობით და ასობით წლის განმავოლბაში და უდიდეს ზიანს აყენებენ ზღვის ეკოსისტემას და ფრინველებს. აბინძურებენ ზღვას, სანაპიროს და ტყეს.
"ჩვენ ამ პროცესის ინიცირებას ვახდენთ რათა ავკრძალოთ ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის ჭურჭელი“ - განაცხადა გრიგორიანმა და გამოხატა აზრი, რომ 5-10 წლის მანძილზე მასზე უარს იტყვის მთელი მსოფლიო.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საპილოტე პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას დაურიგებენ ნაჭრის ჩანთებს, რათა მოაგროვონ პლასტმასის ნარჩენები.