11-12 ივლისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე, ბრიუსელში ნატოს ლიდერები ოფიციალურად მიიწვევენ მაკედინიას ნატოში გაწევრიანებისთვის. განაცხადა ბლოკის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„მოკავშირეები სამიტზე ოფიციალურად განაცხადებენ ალიანსში მაკედონიის მოწვევის შესახებ“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს 11-12 ივლისის ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის წინ.