დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერემი ჰანთი გახდა.
როგორც პრემიერის კანცელარია იტყობინება, დედოფალი მოხარული იყო დაემტკიცებინა მისი კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე.
ამ თანამდებობაზე ჰანთი ბორის ჯონსონს შეცვლის, რომელმაც გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააკეთა, ევროკავშირთან სამომავლო სავაჭრო და საბაჟო ურთიერთობების საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრ ტერეზა მეისთან აზრთა უთანხმოების გამო.