თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.