გუდაურში ტვირთამწის დემონტაჟს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, დემონტაჟის დროს, ტვირთამწეს დეტალი მოწყდა და მას დაეცა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპულს ცოლი და 3 შვილი დარჩა. ის გუდაურში ორი კვირის წინ დასაქმდა.
როგორც "რუსთავი 2" იუწყება, შემთხვევა გუდაურის შესასვლელთან მოხდა, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია "ფერი", მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტს - კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც დეკემბერში უნდა დასრულდეს.