მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა თბილისში EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
იგი დადებითად აფასებს საქართველოში ამ რანგის ინტერნეტფორუმის ჩატარებას და აღნიშნავს, რომ EuroDIG-ი განიხილავს ბევრ თემას, რომელიც პირდაპირ შეესაბამება მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქმიანობას საქართველოში.
„ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა 2018-2022 წლებში მსოფლიო ბანკის ქვეყნებთან თანამშრომლობის ჩარჩო და ჩვენ ვადასტურებთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების აუცილებლობას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, შეინარჩუნოს ზრდა და გაზარდოს პროდუქტიულობა ინკლუზიური და მდგრადი გზით. ასევე, ადამიანებში წაახალისებს ინვესტირების პროცესს“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
მერსი ტემბონის განცხადებით, ეს ფორუმი საქართველოს დაეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება გაციფრულების ეპოქაში.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ჯგუფი სახელმწიფო და კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით ხელი უწყობს საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარებას.