ამ წუთებში, ადვოკატი ინგა არახამია გამოკითხვაზე იმყოფება.
არახამიას სახლს წუხელ გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის სროლის მომენტში სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ადვოკატი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნულ ინციდენტს მის საქმიანობას უკავშირებს. ის ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის ყოფილი ქმრის, რივერა ბენდელიანის ადვოკატია. როგორც არახამია განმარტავს, მითაიშვილი პროკურატურას აჟანტაჟებს, რის გამოც მას ხელს აფარებენ.
მითაიშვილსა და ბენდელიანს შორის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.