ჩვენ დავიბარებთ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვისაც რაიმე შემხებლობა აქვს ამ საქმესთან - ევროპული საქართველოს წევრის, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის კომენტარი
,,ჩვენ დავიბარებთ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვისაც რაიმე შემხებლობა აქვს ამ საქმესთან. დავიბარებთ ყველას, ვისი გვარიც ამ ბოლო პერიოდში გაჟღერდა, ეს არის ყოფილი მთავარი პროკურორი შოთაძე, მირზა სუბელიანი, ოჯახის წევრები როგორც გარდაცვლილების, ისე ეჭვმიტანილების, ყველა იმ ადამიანის, ვინც კავშირში იყო ამ საქმესთან. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ რატომ მივედით ამ შედეგამდე ანუ რა მოხდა პროკურატურაში,’’- განაცხადა სერგი კაპანაძემ.