ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის დეპუტატი ბობ სილი აცხადებს, რომ რუსეთი იყენებს საბჭოთა აგენტების მეთოდებს დასავლეთთან საიდუმლო ომისთვის.
მან აღნიშნა, რომ პუტინი ატარებს არასამხედრო მეთოდებს უფრო ეფექტური მოქმედებებით. რუსეთის პრეზიდენტმა თავის იარაღად გაიხადა სოციალური მედია, პოლიტიკური დაჯგუფებები და „RT“ არხი.
"ყალბი ონფორმაციებით, რომელიც მიმართულია ევროპისკენ, „RT“ არხის პროპაგანდიდან დაწყებული, ყირიმის ოკუპაციითა და სოლსბერის ინცინდენტით დამთავრებული, რუსეთმა დაატრიალა ძალზე თანამედროვე ტიპის კონფლიქტი დასავლეთში, რომელიც ასევე თვით რუსეთის მოქალაქეებსაც ეხებათ“ - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პუტინის ქმედება მოგვაგონებს "ცივი ომის დრონდელ უშიშროების სამსახურის ტაქტიკას. რაც გულისხმობდა სიმართლის გასაიდუმლოებას. მიზნით, შეერყიათ მოქალაქეთა რწმენა და თავისივე ინსტიტუტებიც".
ამ დროისთვის რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ყველაზე ცუდი პერიოდი დგას, როგორიც არ ყოფილა ცივი ომის შემდეგ. ამის მიზეზი კი გახდა სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ფაქტი.