რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თემო ხუხაშვილი, რომელიც სოფელ წითელუბნის საძოვარზე საქონელს მწყემსავდა.
არსებული ინფორმაციით, ის ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.