პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტება პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, 17 კაციან კომისიაში უმრავლესობას მხოლოდ 5 დეპუტატი ეყოლება.
უკვე გადაწყვეტილია, რომ "ქართული ოცნებიდან" კომისიაში იქნებიან არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფო კილაძე, ხოლო მეხუთე დეპუტატის შერჩევა ჯერ არ დასრულებულა.
აღსანიშნავია, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" უარს ამბობს კომისიის შეცვლაზე, რის გამოც მათ მიერ განკუთვნილ კვოტას "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დაიკავებს და მათ ერთის ნაცვლად კომისიაში ორი ადგილი ექნებათ. ერთი ადგილი კი განსაზღვრულია დამოუკიდებელი დეპუტატისთვის. შესაბამისად ამ ადგილს სალომე ზურაბიშვილი დაიკავებს, რადგან უფრაქციო დეპუტატი მხოლოდ ის არის.
კონსულტაციები კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით დღეს საღამომდე დასრულდება. ხვალ კი პარლამენტი კენჭისყრით დაასრულებას.